12-13 ოქტომბერს, თიბისი კონცეპტის და „მოგზაურის“ ერთობლივი ტურის ფარგლებში, დაესწარით - “მოგზაურობა (კოლხეთის შუაგულში) - იმერეთში - გზა მითიური ოქროს საწმისის სამეფოდან ნიკო ნიკოლაძის ევროპულ მემკვიდრეობამდე” ტურის მეგზურები ნინო ლორთქიფანიძე და ქეთი ბაქრაძე იქნებიან.
“E-commerce in a box” წარმოადგენს თიბისის, Kovzy-ს Visa-სა GLOVO-ს ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის საკვები ინდუსტრიის/სარესტორნო ბიზნესების ხელშეწყობას, მათი ონლაინ აქტიურობისა და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების შექმნასა და გაზრდას.
თბილისში “მაკდონალდსის” 2 ახალი #24 და #25 რესტორანი გაიხსნა.
ჯპს-ს 29 წლისაა და მომხმარებლებს დაბადების დღესთან დაკავშირებით ათასობით პროდუქტზე ფასდაკლებებს აანონსებს.
თიბისი, 3 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში.
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კონკურსის ფინალური ღონისძიება გაიმართა.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ჩატარდა ღონისძიება „შენი წარმატების გზა”, სადაც სტუმრებს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და სხვადასხვა მიმართულების ლიდებმა, გააცნეს თიბისიში მრავალფეროვანი მიმართულების მუშაობის სპეციფიკა, კარიერული განვითარების შესაძლებლობები და თიბისიში მუშაობის უპირატესობები.
ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ახალი თაობის განათლების მხარდამჭერ პროგრამებში მონაწილეობას. ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 16 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.
თიბისი ბიზნესისა და დიზაინ ინსტიტუტის ინიციატივით, 4 და 5 ოქტომბერს ჩატარდება შემოქმედებით კემპი, რომელიც არის ინტენსიური პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, განაგრძობს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას მომხმარებლების უზრუნველყოფისთვის მაღალი ხარისხს, საიმედო კომუნიკაციით.