ბიზნესის პოზიცია სახელმწიფოში უნდა დაფიქსირდეს - ასე მიმართა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც Freebusiness.ge-ის მიერ გამართულ კონფერენციას არ დაესწრნენ, რომლის მთავარი თემაა - „რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას“.
„ძალიან გთხოვთ ყველას - ბიზნესმენებს, ვინც დღეს აქ არ მოვიდა, ჩვენი პოზიცია სახელმწიფოში უნდა დაფიქსირდეს, რომ სახელმწიფო არსებობს თქვენი ჭკუით, თქვენი შრომით, თქვენი ინტელექტით, ტექნოლოგიებით და სახელმწიფო სიმდიდრე ხართ თქვენ, დანარჩენი კი დანამატია. თუ ჩვენს შრომას გამოიყენებენ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თუ არ გამოიყენებენ კიდევ გაგრძელება არ ვიცი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს ბიზნესის კითხვებს, რადგან მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ივსება ბიუჯეტი.
„ჩვენი მიზანი ის არის, რომ ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხი - რა სტრუქტურით მუშაობს ქვეყანა, რამდენი ადამიანი უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას, რაში ვიხდით ფულს... მთელი ჩემი კომპანიებით ბიუჯეტში 320 მილიონს ვიხდით და არ უნდა მოვთხოვო? ხომ წარმოგიდგენიათ
როგორი გაუგებრობაა, ჩვენ არ ვიცით როგორი სტრუქტურაა ქვეყანაში და ყველაფერზე თავს ვუქნევთ, თავი თუ არ დავუქნიეთ, ვართ ქვეყნის მოღალატე, ჯაშუში“, - განაცხადა ჭყონიამ.