
წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას ,– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.

თებერვლის ბოლოს ლილოში, "მაკდონალდსის" პურის ქარხანა გაიხსნება. როგორც „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელი ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, ქარხნის მშენებლობაში 6 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

ზუგდიდს სავაჭრო მოლი ექნება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კომპლექსზე Cushman & Wakefield Georgia მუშაობს.

კანცელარიასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „სოცაფეთქება“ მიმდინარეობს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 1 თებერვლიდან რეგულარული ფრენების მიმართულებით არსებული შეზღუდვები მოიხსნება, ამის შესახებ თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება.

21:00 სააათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პირველი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.