პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში „International Rosé Championship 2021“ ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს.
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ოქროს მედალი მიიღო ღვინომ: „თავკვერი როზე, 2020“, (მარანი „ლავინა“), ხოლო ვერცხლის მედალი - „ალადასტური როზე მშრალი 2020“ (დავით ლელაძის საოჯახო მეურნეობა).
ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას საერთაშორისო დონეზე.
ჟიურის ღვინის მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი (Elizabeth Gabay) ხელმძღვანელობდა, ხოლო მის შემადგენლობაში მსოფლიოს 7 ქვეყნის 12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა. სულ კონკურსში 21 ქვეყნის 260 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.