უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline თბილისის შემდეგ პირდაპირ ფრენებს ბათუმის მიმართულებითაც განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათი ცნობით, 9 ივნისიდან, უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline, კვირაში ორი სიხშირით, პირდაპირ ფრენებს კიევი - ბათუმი - კიევის მიმართულებით შეასრულებს.
"ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია კიევიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში სამი სიხშირით Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს", - აღნიშნავენ აეროპორტების გაერთიანებაში.