ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტივი არ არის, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, ხოლო სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაშია".
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.1 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს 1-2 გამოსასვლელი დღე მიეცეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ალგორითმის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა, - ინფორმაციას ამის შესახებ კონკურენციის სააგენტო ავრეცელებს.
ქუთაისში მდებარე ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფართოვდება და 22 ჰა-ს ამატებს. ამის შესახებ თიზ-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თათა ჭოლარიამ განაცხადა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტომ, „მონდელიზ ნიდერლანდ სერვისის ბი.ვი.“ - სა (Mondelez Nederland Services B.V.) და „ჩიპიტა ინდასთრიალ ენდ ქომერშალ ქომფანი ეს.ეი.“ - ს (Chipita Industrial and Commercial Company S.A.) შორის მოსალოდნელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებულმა ტრიომ - საქართველომ, უკრაინამ და მოდლოვამ ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერა ხელი.
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, ახალი სანაყინე Icecream Burger გაიხსნა, რომელიც სხვა ასეთი ტიპის ობიექტებისგან განსხვავებით მომხარებელს 5 სახეობის ნაყინის ბურგერს სთავაზობს, რომელთა შემადგენლობაშიც, ტკბილი ფუნთუშა, ნაყინი და სხვადასხვა შიგთავსი შედის. მომხმარებელს თავადაც შეუძლია მისთვის სასურველი კომბინაცია ააწყოს.
ვენის სადაზღვევო ჯგუფი „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით აღშფოთებას გამოთქვამს.