ახალგაზრდები ოპერატორის პოზიციაზე დასასაქმებლად, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული გასაუბრებების შედეგად შეირჩნენ.
31 აგვისტოს მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, გადამუშავებულია 6200 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი, აქედან 4700 ტონა რქაწითელი და 1500 ტონა საფერავი.
საქართველოში კორონავირუსის 4778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფექციას 79 ადამიანი ემსხვერპლა.
კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, „გარდენია“ დროებით დაილუქება.
კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის, ბოლო 72 საათის განმავლობაში 5 ობიექტი დაილუქა და 6 დაჯარიმდა. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის.
რთველში ჩართვის მსურველ ღვინის კომპანიებს ონლაინ დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ.
ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები დაწესდა - 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ.
საქართველოში კორონავირუსის 2354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.