მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიის წარმოება გაძლიერდება და მიმართული იქნება ქართული ღვინის, როგორც კატეგორიის ჩამოყალიბებისა და სტრატეგიულ ბაზრებზე მასშტაბური რეალიზაციის ხელშეწყობისკენ.
COVID-19 ვაქცინის 1 000 000 დოზა საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Metro Logistics ავრცელებს.
მფრინავი მანქანის პროტოტიპმა AirCar პირველი 35 წუთიანი ფრენა ნიტრასა და ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტებს შორის წარმატებით შეასრულა.
მარტიდან მოყოლებული ეკონომიკის აღდგენის პროცესი აღმავალი ტემპით მიმდინარეობს და ამას მოწმობს მაისის მაღალი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
29 ივნისს საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო - ბრედფილდი გაიხსნა. საწარმოს ოფიციალურ გახსნაში თემურ ჭყონიამ საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ლურჯი მოცვის იმპორტზე შეზღუდვა არ არის და დღეის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
1-ელი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გააკრიტიკა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოში ყველაზე მეტად ჭირს არა სამუშაო ადგილები, არამედ მშრომელი, კვალიფიციური ადამიანების რესურსი.
„ხუდონ ჰესის“ პროექტით ინვესტორი დაინტერესებული აღარ არის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.