თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები უკვე "ფარმადეპოს" 80-მდე ფილიალშია ხელმისაწვდომი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიიდან აცნობეს, დღეიდან, უკვე "ფარმადეპოს" 80-მდე ფილიალში, მთელი საქართველოს მაშტაბით, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს შეიძინოს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების განახლებული ასორტიმენტი.
"ფარმადეპო" არის პირველი კომპანია, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან უმოკლეს დროში მოახდინა თურქული მედიკამენტების შემოტანა და შეთავაზება მოქალაქეებისათვის.
ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია: დიაბეტური, კარდიოლოგიური, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური და სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალებები.
ამ დრომდე კომპანია განაგრძობს მოლაპარაკებებს თურქულ მხარესთან, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს თურქული მედიკამენტების ასორიტიმენტის გაფართოვება და ნაშთების გაშლა ფარმადეპოს ქსელში.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში ამ ქვეყნისთვის განკუთვნილი მედიკამენტები, გამომდინარე თურქული საკანონმდებლო ბაზიდან და სპეციფიკიდან არის მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი. სწორედ თურქული ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტების შემოტანა გახდა შესაძლებელი საქართველოშიც.
განახლებულ სიაში მოცემულია: