კომპანია Meta - ონლაინ სოციალური პლატფორმების - Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში დროებით საშუალებას მისცემს, განათავსონ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში.
რუსეთის ჯარები უკრაინის დედაქალაქს 5 კილომეტრით მიუახლოვდნენ. ინფორმაციას BBC ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი სამხედროები ახლა კიევის ცენტრიდან 15 კილომეტრის მოშორებით არიან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოძრავი კოლონა კი 40 კილომეტრის მოშორებითაა.
9-10 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „Vinexpo America” იმართება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME- ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
სამშენებლო–დეველოპერულურმა კომპანიამ "არქი" უკრაინის დასახმარებლად ჯამურად 150 000 ლარი გამოყო და თბილისის მერიის ინიციატივასაც შეუერთდა.