ომის დაწყებიდან უკრაინაში დაახლოებით 16 600 რუსი სამხედრო გარდაიცვალა. ინფორმაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს.
მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 27 მარტის ჩათვლით ასე გამოიყურება:
დაახლოებით 16 600 სამხედრო პერსონალი, 582 ტანკი , 1 664 ჯავშანტექნიკა, 294 საარტილერიო სისტემა, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 56.
გარდა ამისა, ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია მტრის 121 თვითმფრინავი და 127 შვეულმფრენი. გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ მონაცემები ზუსტდება.