ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2022 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Swirl Wine Group” განახორციელებს.
კომპანია „ევროვაგონკა„ 2015 წელს დაარსდა, დაარსების დღიდან, როგორც კომპანიაში ამბობენ, ოპერირება ქართულ ბაზარზე როგორც ხის მასალების იმპორტიორებმა დაიწყეს.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრის რისკის ფონზე, ათამდე ავიაკომპანიამ უკრაინის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით “ნამახვანჰესის” ინვესტორ კომპანია ENKA-სთან სახელმწიფოს საკმაოდ რთული და კომპლექსური ურთიერთობა აქვს.
საკოორდინაციო საბჭო ქორწილების და ქელეხების გამართვაზე დაწესებული რეგულაციის შემსუბუქებაზე იმსჯელებს
საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 22 თებერვალს, ქორწილების და ქელეხების გამართვაზე დაწესებული რეგულაციის შემსუბუქებაზე იმსჯელებს.
კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში საწვავის ბაზარი ფასდება როგორც კონკურენტული. ამავე ანგარიშით სააგენტო ნავთობკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფასის ზრდა/კლების წინასწარი დაანონსებისგან.
გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
"მარიოტის" უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმროს „პარაგრაფ თბილისის“ გახსნა 2022 წელს იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ის ტურიზმის განვითარების ფონდიდან აცნობეს, რომელიც დღეისთვის „ქართუ ფონდში“ შედის.
საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმად, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შოკოლადის და ნაყინის მწარმოებელი კომპანია „ბარამბოს“ 11.25%-იანი წილი აუქციონზე იყიდება. წილი, რომელიც კომპანიაში ნიკოლოზ შაქარაშვილს ეკუთვნის, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე 1 516 472 ლარად გამოიტანა.