
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სულ უფრო იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ზრდიან საქართველოში ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს.

საქართველოში ჩარტერული ფრენების დაწყების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ყირგიზულმა Air Manas-მა მიიღო, რომელიც ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს რეისებს, - ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი, თემურ ჭყონია პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს საქციელს აკრიტიკებს, რომლითაც მან საჯაროდ თქვა უარი "კოკა-კოლაზე" წყლის სასარგებლოდ.

სომხური ავიაკომპანია Armenia ერევნიდან ბათუმის მიმართულებით სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ბიზნესასოციაცია BAG ინდექსის 2021 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ბიზნესასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის თანამშრომლობით აპრილში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდგადატანილი პირები ვაქცინის გაკეთებას 4 თვეზე ნაკლებ დროში შეძლებენ.

15 ივნისს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ბათუმში დასაქმების მასშტაბურ ფორუმს გამართავენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი ტარდება.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა არ აკონკრეტებს დატოვებენ თუ არა საპოლიციო ძალები რიონის ხეობას მიმდინარე კვირის პარასკევამდე და აცხადებს, რომ ამისთვის ხეობის აქტივისტების მხრიდან საჯარო პირობის დადებაა საჭირო, რომ ისინი კომპანია “ენკას” ჰესის მშენებლობაში ხელს არ შეუშლიან.

მაგთიკომის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ბატონი კახა ბექაურის ქმედებებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.