
„ამბასადორი - ბათუმის კუნძული" მსოფლიო დონის უნიკალური პროექტია“, - ამის შესახებ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ინვესტორმა, „ამბასადორი ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა თორნიკე ქებურიამ ბათუმში, პროექტის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ისეთი ბიზნესგარემოა, რომელიც ქართველ ინვესტორებს $100 მლნ-ის ინვესტირების ხალისს უჩენს. ამის შესახებ ნათია თურნავამ აჭარაში, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის წარდგენისას განაცხადა.

საქართელოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსასვლელად თვითმფრინავის ბილეთი უკვე შეიძინა.

ბათუმში ,,ამბასადორ აილენდის" პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილება შევიდა.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ნამახვანჰესის“ პროექტი შედგეს - აი, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას! - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) მხარდაჭერით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ქალაქ ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეს თოლგა თოლუნაის შეხვდა.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ “ენკას” გადაწყვეტილება ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაწყვეტაზე ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის.

თუ ეს პროექტი ჩაიშლება, ნამახვანჰესი დადგება ისეთი მოვლენების გვერდით, როგორებიცაა მცხეთის რეაქტორის დანგრევა-ჩაბეტონება ორთავიანი ბავშვების დაბადების საბაბით - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი წერს.

საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისი აღდგება. ავიაკომპანია „ვიზეართან“ გამართული წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ავიარეისი ქუთაისსა და ბარსელონას შორის, გარდა ამისა, „ვიზეარმა“ ასევე განაახლა ფრენები ევროპის ორი სხვა ქალაქის - ვენისა და ბერლინის მიმართულებით.