ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპოს“, „ავერსის“, „PSP“-ს, „იმპექსის“, „GPC”-ს, „ფარმსახლის“ და „დოიჩე აფთიაქის“ ქსელშია ხელმისაწვდომი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მთელი ეს ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მცირე ნაწილიც კი არ ეთმობა ეთიოპიას, იემენს, ავღანეთს, სირიას და სხვა ქვეყნებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, მეღვინეობა-მევენახეობის დარგის წარმატებებზე ისაუბრა.
სასტუმრო "ივერია ინნ"-ის ადმინისტრაცია „მათვარი არხის“ ჯურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობს და ჟურნალისტის მიერ მონათხრობს, რომ სასტუმროში პრორუსული განწყობის მარიუპოლელი და ყირიმელი უკრაინელები არიან განთავსებული დეზინფორმაციას უწოდებს.
გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია უკრაინას რუსული ჯარების შესაჩერებლად იარაღს მიაწვდის.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, "ქინდერის" შოკოლადში საშიში ბაქტერია - სალმონელა აღმოაჩინეს. საეჭვო პროდუქტს მოხმარების ვადა 2022 წლის 12 ივლისამდე აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
რუსეთის სასტიკი სიმხეცე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა არის ადამიანის უფლებების დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის განცხადებაში საქართველოსთან დაკავშირებით წერს, რომ აფასებს საქართველოს მოსახლეობის სოლიდარობას უკრაინის მიმართ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.