ყაზახური მხარე აჭარის მთავრობასთან ერთად პორტის ნავმისადგომებამდე დამატებითი სარკინიგზო ხაზის გაყვანის საკითხზე მუშაობს, - ამის შესახებ ყაზახეთის ელჩის ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო პორტში სტუმრობისას გახდა ცნობილი. ელჩი მალიკ მურზალინი პორტს გასულ კვირაში სტუმრობდა.
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა გაზრდილია. საზღვაო ნავსადგურის ექსპრესმონაცემებით, 2022 წელს პორტში 1.7 მლნ ტონა მშრალი ტვირთის გადამუშავება მოხდა, რაც 500 ათასი ტონით, ანუ 41%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავებამ 2 მლნ ტონა შეადგინა, ზრდა წლიურად 33%-ია.
გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 99 187 ერთეულიდან 119 471 ერთეულამდე გაიზარდა. გასულ წელს პორტმა 581 გემი მიიღო.
წყარო: BMG