თბილისში, უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 12.4 აშშ დოლარი/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე 35%-ით მაღალია - ამის შესახებ tbc კაპიტალის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვაში წერია.
2023 წლის სექტემბერში თბილისში 2,999 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 17%-ით ნაკლებია.
იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1,169 დოლარს გაუტოლდა და წლიურ ჭრილში 21%-ით გაიზარდა.
ბაზრის მოცულობამ 224 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წლიურად 3%-ით შემცირდა.