ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე სამუშაოების ფარგლებში დაზიანების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ქსელის 10 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შეცვლა, რამაც აღდგენითი სამუშაოების დრო გაახანგრძლივა, სამუშაოები დასრულდება 13:30 საათზე, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება, - ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" განცხადებაშია აღნიშნული.
"გუშინ, 24 ოქტომბერს, ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყალმომარაგების დაზიანებულ ქსელზე აუცილებელი ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული მონაკვეთი, სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით გამოწვეული დისკომფორტის შემცირების მიზნით კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა ქსელზე აღდენითი სამუშოები 24 ოქტომბერს, 23:00 საათიდან დაიწყეს და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებდნენ.
სამუშაოების ფარგლებში დაზიანების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ქსელის 10 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შეცვლა, რამაც აღდგენითი სამუშაოების დრო გაახანგრძლივა.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას, მოსახლეობას წყალმომარაგება არ შეეზღუდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშოები დასრულდება 13:30 საათზე, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.