Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 129 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 667 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 462 PCR ტესტით.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის - "სინოფარმის" გამოყენება 4 მაისს ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს. მის განცხადებით, ქვეყანა ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას არ უნდა დაელოდოს, რადგან ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, "112"-ში თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, ამ დროისთვის სულ შემოსულია 100-მდე შეტყობინება. მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველები ყველა ლოკაციაზე ახდენენ რეაგირებას.
დიდ დიღომში წყალდიდობაა. სოციალურ ქსელში თვითმხილველები ფოტოებს და ვიდეოებს ავრცელებენ, სადაც ჩანს, დატბორილი ქუჩა და მანქანები, რომელიც წყალს მიაქვს.
იერუსალიმის საპატრიარქო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების წესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
100 ათასი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია, რომელიც ქვეყანამ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო.