ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 29 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაიმართება სხდომა, რომელზეც „სინოფართან“ დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ცალკეული პუნქტების შესრულებას ევროკავშირი ეხმაურება. ორგანიზაციამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ამ ეტაპისთვის თბილისში ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინით ასაცრელად ადგილები სრულად შეივსო.
ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კატარღა “ჰამილტონი” შავი ზღვის აკვატორიაში შემოვა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 საზღვაო ფლოტი იუწყება.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე, კახა კუჭავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
საქართველოს საპატრიარქო სააღდგომო წირვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო აცხადებს, რომ რისკის ჯგუფში შემავალ მრევლს შეუძლია დარჩეს სახლში. ხოლო ტაძარში მორწმუნეებმა უნდა იქონიონ პირბადე.
პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ვაქცინების შესყიდვა ლეგარულად შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოებს და არა კერძო კომპანიებს . ამის შესახებ ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME -ს განუცხადა.
“მთავარი არხის” ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. ის გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა, რომლებსაც უწყების განცხადებით. მძიმე დანაშაულში ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.