პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა და მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან.
"რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან. მე მინდა მოსახელობას ვუთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, გუშინვე ჩაატარა ძალიან ოპერატიულად შესაბამისი სამუშაოები. ამას გარდა, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა თვითონ გარდაცვლილის ოჯახისა და ტელევიზიის ჩართულობით, მოთხოვნით, ასევე ჩართულია პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტი. ყველა კითხვას გაეცემა ძალიან ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ბატონი ვახტანგის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში იმისთვის, რომ არცერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი", - აცხადებს პრემიერმინისტრი.