
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის საკითხს ეხმაურება.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 981 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათშიქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 995 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 539 PCR ტესტით.

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი პირობების დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილების საკითხზე პასუხების ვადამ პარასკევამდე, 23 აპრილამდე გადაიწია. გოლეთიანმა მედიას უთხრა, რომ ამის შესახებ პრემიერის წარმომადგენელებს ესაუბრა.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა, ამის შესახებ ტელეკომპანია Telegram, Wargonzo იუწყება, რომელიც აქტიურად აშუქებს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

პუტინი: „რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციის ორგანიზატორები ისე ინანებენ, როგორც აქამდე არასდროს უნანიათ“
რუსეთის წინააღდმეგ პროვოკაციის ავტორები ისე ინანებენ, როგორც აქამდე არასდროს უნანიათ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეას მიმართვაში განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე დამტკიცებულია მეცნიერულად, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს.

პიკი, რომელსაც აპრილის ბოლოსა და მაისის პირველ ორ კვირაში ელოდებიან, არ იქნება ისეთი დრამატული, როგორიც ნოემბერსა და დეკემბერში იყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო განპირობებულია ეპიდსიტუაციით და იმ ინფორმაციის ანალიზით, რომელიც არსებული მომენტისათვის საბჭოს გააჩნია, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი პირობების დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილების საკითხზე პასუხების ვადამ პარასკევამდე, 23 აპრილამდე გადაიწია. გოლეთიანმა მედიას უთხრა, რომ ამის შესახებ პრემიერის წარმომადგენელებს ესაუბრა.