,, რუსები არიან ,,შნორები”… ყოფილმა ,,კაგებეშნიკებმა” და ,,ცეკას” ყოფილმა მდივნებმა, გაბედონ და თქვან, რუსეთი კარგია და ამერიკა ცუდიო”, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საკუთარ სოციალურ გვერდზე წერს.
_ყველამ ერთად შევძელით, რომ ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი ძლიერი იარაღი _ პირბადე, ხარისხიანი და დაბალი ფასით, რომელიც ყველამ უნდა გამოვიყენოთ, აცრილებმაც და აუცრელებმაც, რადგან დელტა ვირუსი არის ვერაგი და მეორე იარაღი… ამერიკა არის ჩვენი მეგობარი. ვინმემ გაბედოს და ამერიკაზე რამე თქვას. რუსები არიან ,,შნორები”… ყოფილმა ,,კაგებეშნიკებმა” და ,,ცეკას” ყოფილმა მდივნებმა, გაბედონ და თქვან, რუსეთი კარგია და ამერიკა ცუდიო. ნამდვილი მეგობრობა არის ის, რაც გააკეთა ამერიკამ. ჩამოიტანა მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ვაქცინა. მდიდარი ქვეყნები იცრებიან ,,ფაიზერით”, ღარიბი ქვეყნები იცრებიან გოგლიმოგლით. აიცერით, დაიცავით თქვენი თავი და რაც მთავარია, დაიცავით პატარები, – ყვება გიორგი ფხაკაძე ვიდეოში.