ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში "ომიკრონის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში "ომიკრონის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“იოლი ფორმით გადაიტანა” არის მოჩვენებით ხასიათის. კოვიდის ომიკრონის ვარიანტი კატასტროფულად სწრაფად ვცელდება და შესაბამისად უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდება ჯანგბადი და ჰოსპიტალიზაცია;
ქართველი მეზღაპრეების (საქართველოში და საზღვარგარეთ) პროგნოზი ომიკრონთან მიმართებაში ჰგავს ბატონი ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებს. სირცხვილია უბრალოდ, როცა ჩემი კოლეგები ასტროლოგებივით იქცევიან, რაც არ იცი, ჯობს, არ ილაპარაკო❗️მოსახლეობისთვის ტყუილი იმედების მიცემა არის ზუსტად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში აღარ ენდობიან ჯანდაცვის სისტემას და არ ენდობიან ვაქცინაციას;
"ომიკრონი" არის საშიში, მარტო გუშინ საფრანგეთში ოფიციალურად დაინფიცირდა 180,000 ადამიანი;
პოლონეთში დღეს კოვიდისგან გარდაიცვალა 794 ადამიანი და 600 იყო აუცრელი;
ბრიტანეთში დღეს 130,000 დაინფიცირდა;
შეჯამება:
ომიკრონი არის კოვიდი;
ომიკრონგადატანილს აქვს პოსტკოვიდური პრობლემები ისევე, როგორც დელტა ვარიანტის დროს (კოვიდ გადატანილთა 70% აქვთ სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური პრობლემები);
2921
|