საქართველოში სრულად ვაქცინირებულად ითვლებიან ის პირები, ვისაც ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვთ, განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატის, მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩვენ, ქართველებს, კარგად გვესმის მშვიდობის ფასი, ვინაიდან, სწორედ დღევანდელ დღეს დაიწყო აფხაზეთში ომი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსები მოემსახურებათ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების დღიდან საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 477 264-ს.