
ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი ყაზახეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და საჭიროების შემთხვევაში ურჩევს ყაზახეთში საქართველოს საელჩოს მიმართონ.
ყაზახეთის საპატიო კონსულის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინც ყაზახეთში იმყოფება!
მეგობრებო, ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები სრულად კონტროლის ქვეშაა, თუმცა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ყაზახეთის რესპუბლიკაში შემდეგ ნომერზე: +7 717 224 32 58 - ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი.
ნებისმიერი საკითხი, ან ინფორმაცია დახმარების საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ, გთხოვთ შეგვატყობინოთ ტელეფონის საშუალებით, ან მოგვწეროთ ფეისბუქზე, როგორც ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე - Embassy of Georgia to the Republic of Kazakhstan, ასევე აღნიშნულ გვერდზეც (საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე)!“, - წერია საპატიო კონსულის განცხადებაში.