დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა მომდევნო კვირიდან დაიწყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღა ნოემბრის ბოლოდან იქნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის ხელშეწყობა-წახალისების მიზნით ხვალ - 25 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ერთ-ერთ ვენახში ვაქცინაციას გეგმავს.
ბოლო ოთხ დღეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 54 784 ადამიანი აიცრა. ბოლო რამდენიმე დღეა, აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელი 12-14 ათასის ფარგლებშია. ბოლო 24 საათში 12 778 ადამიანი აიცრა.
საქართველოში ამინდის პროგნოზირების სისტემა გაუმჯობესდება,- ამის შესახებ პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებს ეხება.
პარტია” საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ თავისი შეხვედრა გაიხსენა ამომრჩეველთან და განაცხადა, რომ ხელისუფლების და მისი მთავარი პრობლემაც ის გახლდათ, რომ ისინი დაცილდნენ ადამიანებს.
ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 26 დეკემბერს ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აუცრელი პედაგოგები, ასევე ის მასწავლებლები, ვინც კორონავირუსი ახლახანს გადაიტანა, თუმცა უარს აცხადებენ კოვიდ-ტესტის გაკეთებაზე, 3 ოქტომბრიდან მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ და შესაბამისად ანაზღაურებაც შეუწყდებათ.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ, საკუთარ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს წირავენ.