ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი ბათუმში და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე წერს, რომ დროებით წყვეტს წინასაარჩევნო კამპანიას.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მაშველებმა ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი ამოიყვანეს. მაშველებმა ორივე ცხედარი ერთი და იმავე ლოკაციიდან ამოიყვანეს.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 6 პირიდან 4 ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვლილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა.
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, ბათუმში შენობის ნგრევა შენობის კონსტრუქციაში უხეშად ჩარევამ გამოიწვია. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს.
ბათუმში, მაშველებმა ჩამონგრეული კორპუსიდან კიდევ ერთი ბავშვი - ახალშობილი გამოიყვანეს. ბავშვი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
ბათუმში, 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ნაწილიც ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიაში განუცხადეს.