უკრაინაში, ბანკებისა და ოფიციალური უწყებების საიტებზე კიბერთავდასხმა მიმდინარეობს. ცნობას ადასტურებს უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრიც.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სერიოზული ხარვეზებით მუშაობენ, როგორც კერძო ბანკები, „პრივატბანკი“ და „სბერბანკი“, ასევე ოფიციალური უწყებების საიტებიც – თავდაცვის სამინისტროსვე და უკრაინის შეიარაღებული ძალების საიტები.
„არ არის გამორიცხული, რომ აგრესორმა მიმართა მცირედი ხულიგნობის გზას, რადგან მისი აგრესიული გეგმები არ მუშაობს“, – ნათქვამია სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის განცხადებაში.