საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 14:49 საათზე, დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლელით 30 კმ - ში მოხდა.
საქართველოში კორონავირუსის 2 479 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2374 პირი.
პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და 60 წელს ზემოთ მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 62 994 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 001 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 993 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 076 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
თუ მიხეილ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ეს საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს. მე ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და ყოველთვის მხარს უჭერს მას, - ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო „ფეისბუქში“ წერს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილი წერილი, თავისუფლების მოედანზე მისი გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.
ხმაური იყო ქალაქ რუსთავის გამოსასვლელთან. რუსთაველის გამზირზე, დღეს დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად წამსვლელ კოლონებს, "ქართული ოცნების" აქტივისტები პროტესტის ნიშნად გზაზე დახვდნენ.
მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ დღეს გვჭირდება სიმშვიდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს დაექვემდებარება,- ამის შესახებ ბათუმის მერიაში აცხადებენ.